Старонкі тэмы: [1 2] > | ეს უკვე აუტანელი ხდება Аўтар тэмы: Levan Namoradze
| Levan Namoradze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2005) англійская → грузінская + ...
ეს უკვე აუტანელი ხდება!!! ქართული დაწესებულებებიდან (არ ვასახელებ კონკრეტულ სამინისტროებს, სასამართლოებს და ა.შ) და სააგენტოებიდან (არც აქ ვასახელებ) მოდის გაუნათლებელი და ენის (როგორც ინგლისური, ისე ქართული) უცოდინარის ”ნაწერი”. რა უბედურებაა?!!! ”კოლეგებო”, წაბრძანდით და მიიღეთ ეს ოხერი განათლება!!! ან ნუ იღებთ საკუთარ თავზე სამუშაოს, რომლის შესრულებაც არ შეგიძლიათ!!! | | | Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума ”გულს იფხან”? | Oct 2, 2007 |
ლევან, აქ ამის დაწერას რა აზრი აქვს, ჩვენს მეტი მაინც არავინ შემოდის. ნუთუ გგონია, რომ ამ ”შედევრების” შემქმნელი ამას წაიკითხავს, შეეშინდება და განათლების მისაღებად გაქანდება?
ეს ფორუმი მაინც რომ იყოს ცოცხალი, ცოტათი უფრო მეტად შევძლებდით პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ნამდვილად არ გვაკლია![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_frown.gif) | | | Levan Namoradze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2005) англійская → грузінская + ... ПАЧЫНАЛЬНІК ТЭМЫ
არა, მართლა აღარ შემიძლია რა!!! აუტანელია ეს ნაცნობობით თუ სხვაგვარად სამსახურში მიღებული ხალხი!!! თან ხომ იცი რა სფეროზეც ვწერ... | | | Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума
გეთანხმები, ყველა სფერო მნიშვნელოვანია, მაგრამ იურიდიული და სამედიცინო ტექსტების არასწორედ თარგმნას შეიძლება ძალზე მძიმე შედეგი მოჰყვეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა ძალზე უცხოა![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_frown.gif) | |
|
|
Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума კომენტარის გარეშე | Oct 20, 2007 |
მაგალითის სახით, მხოლოდ ორი ნაწყვეტი პროგრამული უზრუნველყოფის უკვე გადათარგმნილი, შესწორებული და დამტკიცებული სტრიქონებიდან, რომელიც სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში:
Clear cookies - შეჭამე ყველა ნამცხვარი
Recommend friend - ჩახედე მეგობარს თვალებში
და სხვა მსგავსი ... | | | -Lika- Грузія Local time: 16:19 англійская → грузінская + ... ”მარგალიტები”? | Oct 29, 2007 |
Maya Gorgoshidze wrote:
Clear cookies - შეჭამე ყველა ნამცხვარი
Recommend friend - ჩახედე მეგობარს თვალებში
და სხვა მსგავსი ...
მაია, ვიცი რომ აქ ვერავის დაასახელებთ. მაგრამ ავტორი იცით?
ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ. რამდენიმე დღის უკან ხელით ნაწერი დასკანერებული თარგმანის კომპიუტერზე აწყობა მთხოვეს. თარჯიმანი, რომელსაც შესანიშნავი თარგმანი ჰქონდა, ამას ვერ ახერხებდა.... | | | Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума
-Lika- wrote:
მაია, ვიცი რომ აქ ვერავის დაასახელებთ. მაგრამ ავტორი იცით?
ლიკა, არ ვიცი და არც ვეცდები გავიგო. ეს მე არაფერს მომცემს. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ კარგად მოვიქეცი აქ რომ დავწერე, რადგან ალბათ ძალიან მოსწონს თავისი ”მიგნებები”. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ არავინ დაბადებულა დიდი ცოდნით და ასეც ხდება...
-Lika- wrote:
ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ. რამდენიმე დღის უკან ხელით ნაწერი დასკანერებული თარგმანის კომპიუტერზე აწყობა მთხოვეს. თარჯიმანი, რომელსაც შესანიშნავი თარგმანი ჰქონდა, ამას ვერ ახერხებდა....
თუ ეს ის პიროვნებაა, ვიზეც მე ვფიქრობ, მგონი ადრე ერთხელ მის ნათარგმნს მეც მივეცი ელექტრონული ფორმა. საკმაოდ რთული ტექნიკური ტექსტის თარგმანი მართლაც ბრწყინვალედ იყო შესრულებული...
სხვათა შორის, ამ საიტზე ვნახე ერთი გერმანელი თარჯიმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს კომპიუტერით, ფორუმებშიც იღებს მონაწილეობას, ორი სტატიაც აქვს საიტზე გამოქვეყნებული და თან ისე მუშაობს, რომ ვერც კი მიხვდები რომ ბრმაა. | | | Salome Tkhelia Грузія Local time: 16:19 Член (ад 2021) англійская → грузінская + ... იმედია, მომავალში ჩვენი ფორუმი ... | Dec 26, 2007 |
Maya Gorgoshidze wrote:
ლევან, აქ ამის დაწერას რა აზრი აქვს, ჩვენს მეტი მაინც არავინ შემოდის. ნუთუ გგონია, რომ ამ ”შედევრების” შემქმნელი ამას წაიკითხავს, შეეშინდება და განათლების მისაღებად გაქანდება?
ეს ფორუმი მაინც რომ იყოს ცოცხალი, ცოტათი უფრო მეტად შევძლებდით პრობლემების მოგვარებას, რომლებიც ნამდვილად არ გვაკლია
იმედია, მომავალში ჩვენი ფორუმი საკმაოდ აქტიური გახდება, და ჩვენი შენიშვნები სათანადო ყურამდე მივა. ჩვენს ხელშია ამ ფორუმის გააქტიურება. მე პირადად ძალიან მესიამოვნა ქართველ თარჯიმანთა ფორუმის აღმოჩენა.
გილოცავთ ახალ წელს![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_smile.gif)
[Edited at 2007-12-27 06:38]
[Subject edited by staff or moderator 2007-12-27 06:45] | |
|
|
mogesalmebit | Mar 11, 2008 |
exla cavikitxe tqveni autaneli ambebi. miziareb, namdvilad ase xdeba dges saqartveloshi.. aseti situaciaaa da uaresobisken mivdivart. | | | Levan Namoradze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2005) англійская → грузінская + ... ПАЧЫНАЛЬНІК ТЭМЫ
მართალია, სწორედაც რომ უარესობისაკენ...![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_frown.gif) | | | Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума მოგესალმებით, კატერინა :-) | Mar 17, 2008 |
katerina_geo wrote:
exla cavikitxe tqveni autaneli ambebi. miziareb, namdvilad ase xdeba dges saqartveloshi.. aseti situaciaaa da uaresobisken mivdivart.
ქართულ ფორუმს გადავხედე და მართლაც აუტანლად დამამძიმებლად მეჩვენა. არც ისე ცუდად გვაქვს საქმე ქართველებს, როგორც აქ ჩანს. არც საქართველო და ქართველები ვართ დიდად განსხვავებული სხვებისგან. რას ვიზამთ, სამსახურში პროტექციით მიღებული ხალხი ყველგანაა და არც მაინცადამაინც უარესობისკენ მივდივართ. უბრალოდ ჯერ ისევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ - სულ ეს არის. დარწმუნებული ვარ, პროფესიონალიზმი და გამოცდილება თანდათან გაიზრდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ სანამ გაიზრდება მანამ არ დაზარალდეს ჩვენს გამო ვინმე.
არის სფეროები, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება სჭირდება. გენეტიკურად ცოდნა არავის არ გადაეცემა და ყველაფერი შრომით მოდის. ვინ იცის, იქნებ ჩვენ რომ გვგონია მაგრები ვართ, სხვებიც ანალოგიურად ფიქრობენ ჩვენზე. უსაშველო ნამდვილად არაფერი გვჭირს![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_wink.gif)
კეთილი სურვილებით,
მაია | | | -Lika- Грузія Local time: 16:19 англійская → грузінская + ... გვიჭირს ფეხის ადგმა | Mar 24, 2008 |
Maya Gorgoshidze wrote:
...უბრალოდ ჯერ ისევ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ - სულ ეს არის. ...
სანამ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ: ჩავრთე ტელევიზორი და რეკლამაში მოვისმინე, რომ თურმე ეს რეკლამირებული პროდუქტი გამათავისუფლებს, არც მეტი არც ნაკლები, ”ცხიმის დეპოზიტისგან.” წავიკითხე წამლის ინსტრუქცია და აზრის გამოსატანად ისევ ინგლისურ ინსტრუქციას მივუბრუნდი. თან ბოლოში ეწერა, რომ თურმე ”ბლისტერული” შეფუთვით ყოფილა... ისიც კარგია, ჯერჯერობით აფთიაქებში რომ არ გვეკითხებიან ”რამდენი ბლისტერული შეფუთვა გსურთო”... ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად? | |
|
|
Maya Gorgoshidze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2004) англійская → грузінская + ... Мадэратар гэтага форума
-Lika- wrote:
სანამ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ: ჩავრთე ტელევიზორი და რეკლამაში მოვისმინე, რომ თურმე ეს რეკლამირებული პროდუქტი გამათავისუფლებს, არც მეტი არც ნაკლები, ”ცხიმის დეპოზიტისგან.” წავიკითხე წამლის ინსტრუქცია და აზრის გამოსატანად ისევ ინგლისურ ინსტრუქციას მივუბრუნდი. თან ბოლოში ეწერა, რომ თურმე ”ბლისტერული” შეფუთვით ყოფილა... ისიც კარგია, ჯერჯერობით აფთიაქებში რომ არ გვეკითხებიან ”რამდენი ბლისტერული შეფუთვა გსურთო”... ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?
რეკლამაში ”ჩარჯერიც” მომისმენია
-Lika- wrote:
[ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?
კარგი კითხვაა![](https://cfcdn.proz.com/images/bb/smiles/icon_rolleyes.gif) | | | Levan Namoradze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2005) англійская → грузінская + ... ПАЧЫНАЛЬНІК ТЭМЫ
-Lika- wrote:
ნეტავ რამდენი დრო დაგვჭირდება სიარულის სასწავლად?
სანამ ”ცივილურ” (!!!) საზოგადოებას არ ავაშენებთ! | | | Levan Namoradze Грузія Local time: 16:19 Член (ад 2005) англійская → грузінская + ... ПАЧЫНАЛЬНІК ТЭМЫ
ნეტავ ახლა მომაძებნინა ის ”თარჯიმანი”, რომელმაც ქართულად ”თარგმნა” ინდური კომპანია ”ჯინდალის” ორი ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსთან!
ან ნეტავ შემთხვევით აქ შემოვიდეს და წაიკითხოს: გენაცვალე, სინდისი არა გაქვს?!!! | | | Старонкі тэмы: [1 2] > | To report site rules violations or get help, contact a site moderator: You can also contact site staff by submitting a support request » ეს უკვე აუტანელი ხდება CafeTran Espresso | You've never met a CAT tool this clever!
Translate faster & easier, using a sophisticated CAT tool built by a translator / developer.
Accept jobs from clients who use Trados, MemoQ, Wordfast & major CAT tools.
Download and start using CafeTran Espresso -- for free
Buy now! » |
| Trados Studio 2022 Freelance | The leading translation software used by over 270,000 translators.
Designed with your feedback in mind, Trados Studio 2022 delivers an unrivalled, powerful desktop
and cloud solution, empowering you to work in the most efficient and cost-effective way.
More info » |
|
| | | | X Sign in to your ProZ.com account... | | | | | |